Sunday, 26 October 2014

მეორე დღის რეფლექსია-
შევქმენით პროექტის იდეა. გავუკეთეთ კორექტირწბა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ და გავუკეთეთ კომენტარები კოლეგების პროექტების იდეებს. შევქმენით ბროშურა პროექტის განხორციელებისთვის.
პირველი მოდულის რეფლექსია- ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. პროექტები დამეხმარება ახალი იდეის განხორციელებაში, რა მასალები შევქმნა და განვახორციელო რაც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სტანდარტის მღწევაში. 

ჩემი პროექტის იდეა

 მსოფლიოში მხოლოდ  შვიდი საოცრება არ არის!
      

  



მსოფლიოს საოცრებათა შორის ყველაზე ძველი და განთქმული არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება,ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს.არსებობს ბოლოდროინდელი საოცრებები, ბუნებრივი საოცრებები.
 პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ძველი,  ბოლოდროინდელი და  ბუნებრივი საოცრებები, ქართული ისტორიული ძეგლები  თუ თანამედროვე ნაგებობები.  შეადარონ ერთმანეთს და აღმოაჩინონ მათში მათემატიკური სივრცული ფიგურები, დაახარისხონ ერთნაირი მათემატიკური ნიშნის მიხედვით.გააანალიზონ და აღმოაჩინონ კავშირი მათემატიკასა და არქიტექტურაში. გააკეთონ პრეზენტაცია და წარადგინონ სკოლის მათემატიკის კონფერენციაზე.





Saturday, 25 October 2014

პირველი დღის რეფლექსია

მოვისმინე კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის პირველი დღე.სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას.  გავიგე, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანით ინტელის სასწავლო პროგრამას. გავეცანით ძირითად აქტივობებს. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს. შევქმენით ინტელის ჩვენი ბლოგი. მივიღეთ დავალებები შემდეგი სამუშაო დღისთვის.