Sunday, 16 November 2014

მეცხრე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ პროექტების პრეზენტაცია. შევაფასეთ და ოპონირება გავუკეთეთ სხვა პროექტებს. ნაყოფიერი და საინტერესო იყო ინტელის ტრენინგი. დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს და ქალბატონ ლალი გიგაურს!

Saturday, 15 November 2014

მერვე დღის რეფლექსია

გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირტეთ, შევარჩიეთ ჩვენთვის სასურველი ნიმუშები და  შევინახეთ.
ვიმსჯელეთ დიფერენცირებული სწავლების შესახებ, შევავსეთ კითხვარი.
შევამოწმეთ ჩვენი საკუთარი პორტფოლიო, შევასწორეთ. გამზადებული ავტვირთეთ დრაივზე და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე,

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ სასწავლო პროექთისმიმარტულებებზე.შევქმენით  ჩვენ პროექტზე მუსაობის მსვლელობა

Sunday, 9 November 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკაში არსებულ შეფასების რუბრიკებს. ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის საინტერესო რუბრიკები  და შევინახეთ ჩვენს პორტფოლიოში. 

მეხუთე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოსწავლის ნაშრომზე. შევქმენით პრეზენტაცია.ავტვირთეთ გუგლდრაივში და დამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, 1 November 2014

მესამე დღის რეფლექსია


განვიხილეთ და ჩავასწორეთ ინდივიდუალურად პროექტის გეგმის იდეა.
სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ თემის სტანდარტები,
 შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები.
 შევავსეთ შაბლონში პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლების შედეგები.
გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ახალი გვერდების ჩამატება.
დავალება: შევასწოროთ მიზნები. წავიკითხოტ სახელმძრვანელოს მეორე მოდულის პირველი აქტივობა.
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
·       მსოფლიო საოცრებების მოძიებას  და დაჯგუფებას პერიოდების მიხედვით.
·         ელექტრონული საშუალებების გამოყენებით საოცრებათა შორის ისეთი ნიმუშების შერჩევას, რომლებშიც გამოყენებულია ბრტყელი და  სივრცული გეომეტრიული ფიგურები.
·   მოძიებული ნიმუშების      შედარებას  და დააჯგუფებას მსგავსების მიხედვით.
·     არქიტექტურქში  მათემატიკის  გამოყენების მნიშვნელობის გაანალიზებას .  


Sunday, 26 October 2014

მეორე დღის რეფლექსია-
შევქმენით პროექტის იდეა. გავუკეთეთ კორექტირწბა და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. ვისწავლეთ და გავუკეთეთ კომენტარები კოლეგების პროექტების იდეებს. შევქმენით ბროშურა პროექტის განხორციელებისთვის.
პირველი მოდულის რეფლექსია- ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. პროექტები დამეხმარება ახალი იდეის განხორციელებაში, რა მასალები შევქმნა და განვახორციელო რაც დაეხმარება ჩემს მოსწავლეებს სტანდარტის მღწევაში. 

ჩემი პროექტის იდეა

 მსოფლიოში მხოლოდ  შვიდი საოცრება არ არის!
      

  



მსოფლიოს საოცრებათა შორის ყველაზე ძველი და განთქმული არის ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება,ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრების ტრადიციით მრავალი სხვა სიაც შექმნილა, რომლებიც ადამიანთა მიერ საინჟინრო მიღწევათა გარდა ბუნებრივ საოცრებებსაც შეიცავს.არსებობს ბოლოდროინდელი საოცრებები, ბუნებრივი საოცრებები.
 პროექტის მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ძველი,  ბოლოდროინდელი და  ბუნებრივი საოცრებები, ქართული ისტორიული ძეგლები  თუ თანამედროვე ნაგებობები.  შეადარონ ერთმანეთს და აღმოაჩინონ მათში მათემატიკური სივრცული ფიგურები, დაახარისხონ ერთნაირი მათემატიკური ნიშნის მიხედვით.გააანალიზონ და აღმოაჩინონ კავშირი მათემატიკასა და არქიტექტურაში. გააკეთონ პრეზენტაცია და წარადგინონ სკოლის მათემატიკის კონფერენციაზე.





Saturday, 25 October 2014

პირველი დღის რეფლექსია

მოვისმინე კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით ინტელის პირველი დღე.სასწავლო კურსი მასწავლებლებს სთავაზობს პროექტებით სწავლებას.  გავიგე, როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. გავეცანით ინტელის სასწავლო პროგრამას. გავეცანით ძირითად აქტივობებს. გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს. შევქმენით ინტელის ჩვენი ბლოგი. მივიღეთ დავალებები შემდეგი სამუშაო დღისთვის.